3 რამ, რაც მასწავლებლებმა არდადეგებამდე - ერთ კვირაში უნდა მოასწრონ
24-12-2022

2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი 29 დეკემბერს, ხუთშაბათ დღეს სრულდება. მასწავლებლებს პირველი სემესტრის დასრულებამდე 3 მნიშვნელოვანი ვალდებულება აქვთ.

ელექტრონულ ჟურნალში ქულების შეტანა - მოგეხსენებათ, ელექტრონულ ჟურნალში შეფასებებისა და დასწრების აღრიცხვა 8 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. თუ პედაგოგი ჟურნალში ქულების შეტანას აღნიშნულ ვადაში ვერ მოასწრებს, მას უფლება აქვს, „მოთხოვნის“ ღილაკი გამოიყენოს და დირექციის მხრიდან დასტურის შემთხვევაში მოსწავლეებს შეფასებები დაუწეროს. „მოთხოვნის“ ფუნქციით მასწავლებელს მთელი სემესტრის განმავლობაში დაწერილი ქულების კორექტირება შეუძლია. პედაგოგმა განმსაზღვრელი შეფასებები ჟურნალში სემესტრის დასრულებამდე უნდა შეიტანოს, რათა მოსწავლეებს სემესტრული ქულა არასწორად არ დაუანგარიშდეთ.

განმავითარებელი შეფასებები - ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება იწერება. კომენტარის ჩასაწერად ელექტრონულ ჟურნალში შესაბამისი ველი არსებობს, სადაც პედაგოგებმა მოსწავლეების მიღწევები მოკლედ უნდა აღწერონ.

შემაჯამებელი დავალებები - თითოეული საგნის მიხედვით შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობაა დადგენილი. თუ შემაჯამებელი წერის დროს მოსწავლე სკოლაში არაა, მასწავლებელმა მას შემაჯამებელი წერის აღდგენის საშუალება უნდა მისცეს. რაც შეეხება თავად დავალების სტილს, შემაჯამებელი წერითი დავალება შეიძლება იყოს ღია ან დახურული კითხვებისგან შემდგარი. პედაგოგმა ამ ტიპის დავალებით მოსწავლის ცოდნა უნდა შეამოწმოს, თუ რა ისწავლა მან თითოეული თემის ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან იწყება, სკოლებში სწავლა 16 იანვარს, ორშაბათს განახლდება.

იხილეთ ასევე -
რა შემთხვევაშია დაშვებული არდადეგების გახანგრძლივება? - 3 მიზეზი 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203