უმაღლესების საყურადღებოდ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
26-12-2022

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

ტრენინგის მონაწილეებს მიესალმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, რომ ცენტრის ერთ-ერთ ძირითად მანდატს წარმოადგენს უმაღლესი განათლების გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების გზით, შიდა ხარისხის კულტურის ფორმირებისა და განვითარების ხელშეწყობა.

ტრენინგის მსვლელობისას თემატური მოხსენებები წარმოადგინეს ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომლებმა.

ტრენინგის მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ცენტრის მიერ 2023 წელს დაგეგმილი წლიური კონფერენციის ფორმატისა ძირითადი მიმართულებების შესახებ.

ტრენინგის დროს, ასევე განიხილეს ისეთი საკვანძო საკითხები, როგორებიცაა - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სახელმწიფოსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკები, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს სპეციფიკა და განვითარების პერსპექტივები, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობა ხარისხის შიდა უზრუნველყოფის პროცესში, სადოქტორო პროგრამების შეფასების განვითარების ტენდენციები და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკები, ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო ტენდენციები და აკადემიური თავისუფლების შეფასების გამოცდილება განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე და შიდა შეფასების პროცესებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203