წინასაახალწლოდ ბაღების თანამშრომლებს „პრემია“ დაერიცხათ
26-12-2022
თბილისის ბაგა-ბაღების თანამშრომლებს საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით ფულადი ჯილდო ჩაერიცხათ.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი ე.წ. მე-13 ხელფასს ელოდნენ, ამჯერად დარიცხულმა თანხამ ანაზღაურების 80% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ბაღების პერსონალმა დანამატის სახით ხელფასის მხოლოდ 70% მიიღო, 2022 წელს კი თანხა 10%-ით მეტია.

რაც შეეხება რეგიონებს, აღნიშნულ საკითხს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არეგულირებენ, მომავალი წლიდან კი ზოგადად იზრდება სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალის ანაზღაურება 100 ლარით - გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო.

იხილეთ ასევე:

მიიღებენ თუ არა პრემიას ბაღებისა და სკოლების პედაგოგები საახალწლოდ - ოფიციალური განმარტება

საბავშვო ბაღები 30 დეკემბერს დაისვენებენ - საახალწლო დასვენებების ხანგრძლივობა ცნობილია
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203