ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თიხისგან ნივთები დაამზადეს
19-04-2018

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის V კლასში პროექტი „თიხის საიდუმლო“ განხორციელდა. 

პროექტი ხელოვნების მასწავლებელმა ვენერა აბუსერიძემ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან თანამშრომლობით დაგეგმა. 

მუზეუმის თანამშრომელი მოსწავლეებს თიხის შესახებ ესაუბრა და მასტერკლასი ჩაუტარა. 

მოსწავლეებმა თიხისგან სხვადასხვა ნივთი დაამზადეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი მეტად საინტერესო და გასაგები ხდება თუ მას პრაქტიკული მხარეც ახლავს, შესაბამისად, მოსწავლეები პროექტში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთვნენ. 

თიხის გამოწვის შემდეგ მოსწავლეები მუზეუში მიიწვიეს და თავიანთი ნაკეთობები გადასცეს. 

„პატარების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203