განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. გამოწვევებს შორის პედაგოგები არაორგანიზებულ შეხვედრებზე და სიახლეებისადმი უნდობლობაზე, კლასში მოსწავლეთა რაოდენობაზე, შეფასების სისტემებსა და მშობელთა უნდობლობაზე მიუთითებდნენ.
გთავაზობთ პედაგოგთა შეფასებებს:
„რთულია კვირაში სამჯერ ტრენინგზე დასწრება, ძველი ჩართულები ვართ და ფაქტიურად, ერთსა და იმავეს იმეორებენ უკვე“;
„შეხვედრებზე ბევრი დამსწრეა და ნერიდება კითხვის დასმა“;
„ახალჩართული სკოლებისთვის პროცესში დაჩქარებულია, იქმნება შეგრძნება, რომ ცდილობენ ძალიან მცირე დროსი „დააწიონ“ წინა ეტაპებზე ჩართულ სკოლებს“;
„ხშირად ვერ ვახერხებ შეხვედრებზე დასწრებას ინტერნეტის პრობლემების გამო“.
„ძალიან ბევრი ცვლილება ხდება გზამკვლევში, მატრიცაში... ეს ჩვენს მოტივაციაზე ცუად მოქმედებს“;
„როდესაც რამე მეთოდ აირცევს სამინისტრო, მალევე ცვლის მას. შემდეგ იმავეს უბრუნდება და ეს აბნევს მასწავლებლებს“;
„ცოტა გაგვიადვილეთ ეს სეფასება, ეგება მე 30 ბავშვი მყავს, 30 მოსწავლის სოლო ტაქსონომიით შეფასება ძალიან რთულია. ძალიან ბევრი საწერი გაგვიჩდა... დიდი დრო მოაქვს...“
„სოლო ტაქსონომიით შეფასებასთან დაკავშირებით ბავშვები გამოთქვამენ უკმყოფილებას, რომ არ აისახა ქულაში შეფასება...“
გამოწვევებს შორის დასახელდა მშობელთა დამოკიდებულება - „ზოგიერთი თემის გარშემო კომპლექსური დავალებების შესრულება დროს მოითხოვს. მშობლებს აქვთ განცდა, რომ ერთსა და იმავე თემაზეა გაჩერებული მასწავლებელი, ეს უხერხულობას გვიქმნის...“
მოსწავლეთა რაოდენობა კლასში - „მოსწავლეთა რაოდენობა თუ არ შემცირდა კლასში გაგვიჭირდება მუშაობა. ფერხდება პრეზენტაციისა და უკუკავშირის პროცესი გაკვეთილზე“;
საათების პრობლემა უცხო ენასა და ტექნიკურ საგნებში - „საბაზო საფეხურზე საათების რაოდენობის მიხედვით ვერ შევძლებ ყველა თემატიკაზე ყველა მიმართულებით კომპლექსური დავალებების დადებას“.