საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლები გომაროს საჯარო სკოლას ეწვივნენ
19-04-2018
საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლები გომაროს საჯარო სკოლას ეწვივნენ, რათა  მოსწავლეები ამ პროფესიით დააინტერესონ. 

საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და  სკოლის მე–8 და მე–9 კლასელებს შორის შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. როგორც შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს,   ინტერესი გაუჩნდათ, რომ ღია კარის დღეზე ესტუმრონ საავიაციო უნივერსიტეტს.

ავიაცია სახელმწიფოს პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს. ძლიერი ავიაცია ქვეყნის სიძლიერისა და წინსვლის საწინდარია. საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლები გომაროს საჯარო სკოლას სწორედ იმიტომ ეწვივნენ, რომ მოსწავლეებს აღნიშნული სფეროს მიმართ ინტერესი გაუღრმაონ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203