2022 წლის საუკეთესო დირექტორების ვინაობა ცნობილია. საუკეთესო დირექტორის კონკურსი ყოველწლიურად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს აქვთ.
2022 წლის საუკეთესო დირექტორი ქალაქ ხაშურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მორის დანდურიშვილი გახდა.
მეორე ადგილი ქალაქ თბილისის მე-200 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე უჯმაჯურიძემ დაიკავა, მესამე ადგილის მფლობელი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ბორჩაშვილი გახდა.
2022 წლის საუკეთესო დირექტორის კონკურსის გამარჯვებული და ფინალისტები სასწავლო ვიზიტით შვეიცარიაში გაემგზავრებიან, სადაც ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს (CERN), ციურიხის გიმნაზიასა და პედაგოგიურ უნივერსიტეტს ეწვევიან. გამარჯვებული დირექტორების სკოლებს საჩუქრად ვირტუალური ლაბორატორიები გადაეცემათ.
2022 წლის საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. კანდიდატების შეფასების პროცესში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პედაგოგთა პროფკავშირის
წარმომადგენლები და საჯარო სკოლების დირექტორები.