ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები ცდილობენ პროფესია სწორად აირჩიონ
19-04-2018
ხუნწის და ზედა ხუნწის საჯარო სკოლების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში კაჭრეთში პროფესიულ სასწავლებელ „აისში“ იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებმა სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ.

ასევე მოსწავლეები თბილისის პარლამენტის შენობაში განათლების კომიტეტის თავჯდომარე  მარიამ ჯაშს და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარეს, ბაშა მარტვილის მაჟორიტარ დეპუტატს ოთარ დანელიას შეხვდნენ.

მარიამ ჯაშმა მოსწავლეებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. განათლების კომიტეტის თავჯდომარე სახელმძღვანელოების მიმართულებით გასახორციელებელ ცვლილებებსა და სკოლის უსაფრთხოების გაძლიერების თაობაზე ისაუბრა. 

ოთარ დანელიამ მოსწავლეებს განათლების მიღების მნიშვნელობასა და პროფესიის სწორად არჩევის თაობაზე გაუმახვილა ყურადღება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203