ახალციხის №5 საჯარო სკოლის IV-ა კლასის მოსწავლეებმა იაკობ გეგობაშვილის მშობლიური სოფელი ვარიანი მოინახულეს
07-11-2016

ახალციხის №5 საჯარო სკოლის IV-ა კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ციალა ასპანიძე) იაკობ გოგებაშვილის დაბადების 176-ე წლისთავთან დაკავშირებით, სასწავლო მიზნით, მოინახულეს იაკობის მშობლიური სოფელი ვარიანი და ინტერესით დაათვალიერეს მისი სახლ-მუზეუმი. 

მოსწავლეებმა დაათვალიერეს უფლისციხე, ატენის სიონი და ყინწვისის მონასტერი.

ექსკურსიების ჩატარებას სკოლაში აქვს უდიდესი მნიშვნელობა მოსწავლეთა განათლებისა და მსოფლმხედველობის ფორმირებისათვის. 

გასვლითი ღონისძიებები მოსწავლეებს დიდ საგანმანათლებლო გამოცდილებას სძენს. 

კლასგარეშე განათლება, რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ გარემოში იღებს, ისევე მნიშვნელოვანია მისი სოციალური და კვლევითი უნარების განვითარებისთვის, როგორც კლასში გამოყენებული სპეციალური მეთოდები. 

უფრო მეტიც - ამ დროს მოსწავლეები გართობისა და დასვენების დროს გაუცნობიერებლად იძენენ ახალ ცოდნას, განივითარებენ უნარ-ჩვევებს, გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას. მასწავლებელის მიერ აღნიშნული სასწავლო ექსკურსიის ჩატარებამ ისეთ ადგილებში, როგორებიცაა: მუზეუმი, ისტორიული ძეგლი, შეასრულა ისეთი დიდაქტიკური ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც მან საგანგებო კორექტივი შეიტანა თავის მუშაობაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203