ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში გაწერილია ზოგადი განათლების ხელშეწყობა მუნიციპალური პროგრამებით.
დოკუმენტის თანახმად, საჯარო სკოლების წარმატებული აბიტურიენტები წახალისდებიან ფულადი ჯილდოთი - 100%-იანი გრანტის მფლობელები 3000 ლარით; გრანტის მფლობელი აბიტურიენტის სკოლა -1 500 ლარით, ხოლო ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულები ფულად ჯილდოს -300 ლარს მიიღებენ.
ასევე აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ფულადი ჯილდო - ფასიანი საჩუქარი გადაეცემათ ღვაწლმოსილ, წარმატებულ პედაგოგებს.