ქუტირის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღის ისტორიასთან დაკავშირებით მინი ლექცია ჩაატარეს
19-04-2018
აკაკი ტერელაძის სახელობის ქუტირის საჯარო სკოლაში, ქართული ენის და ლიტერატურის წრის წევრებმა თემაზე  - „14 აპრილი ქართული ენის დღეა“ მინი ლექცია ჩაატარეს. 

აქტივობის ხელმძღვანელი ირა ბენდელიანი გახლდათ. 

წრის წევრებმა მოსწავლეებს დედაენის დღის დაწესების ისტორია გააცნეს, დედაენის ძეგლის ავტორზე ისაუბრეს და კედლის გაზეთი გამოუშვეს.

სკოლის დირექციის შეფასებით, აღნიშნული აქტივობა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. 

იხილეთ ფოტოები
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203