პროექტების შეფასების ინსტრუქცია საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის
28-12-2022

2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი სრულდება და აქედან გამომდინარე, სულ უფრო აქტუალური ხდება ნიშნების საკითხი. როგორ უნდა შეაფასონ პედაგოგებმა საბაზო საფეხურის მოსწავლეები პროექტებით სწავლებისას, რომელიც განათლების სამინისტრომ წელს პირველად დანერგა სამ საგანში - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა კითხვას პასუხობს.

ინსტრუქცია პედაგოგებისთვის

ოფიციალური განმარტებით, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, X-XII კლასებში სავალდებულო პროექტებში – სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკაში, სამოქალაქო განათლებაში - მოსწავლე შეფასდება განმავითარებელი შეფასებით.

იმისათვის, რომ განმავითარებელი შეფასება აისახოს ჟურნალში, მიჰყევით თანდართული ფაილის ინსტრუქციას“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203