გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას ლექსებით შეასხეს ხოტბა
19-04-2018
გლოლის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს ღონისძიება - „ენა ქართული, გადმოსული მადლი ზეცისა“ მიუძღვნეს. 

ღონისძიებას ორგანიზება ქართული ენის პედაგოგებმა მზაღო გავაშელმა და სოფიო სულთანიშვილმა გაუწიეს. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები- ონის საგანმანათებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები: ნინო მეტრეველი და მაია ხიდეშელი.

მოსწავლეებმა ქართულ ენასა და დამწერლობას ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს და მინი სპექტაკლი დადგეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებამ დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203