ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა. ბრძანებას, რომელსაც ხელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აწერს უკვე ძალაშია.
ცვლილების მიხედვით, 2023 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შექმნას და დანერგოს:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების მიზნით შესაბამისი ელექტრონული პროგრამა;
სკოლაში ძალადობის რისკების შეფასების მიზნით შესაბამისი მექანიზმები;
ფსიქოლოგთან ან სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის მობილური სატელეფონო აპლიკაცია.
ამავე ბრძანების მიხედვით, მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში (erofficers.emis.ge) უფლებამოსილი პირის მიერ დაფიქსირებული დარღვევების/სავარაუდო დარღვევების ანალიზს, რაც შესაძლებელია გახდეს შესაბამის სკოლაში მანდატურის განაწილების საფუძველი.