გაიცანით ახალციხის N6 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეები
19-04-2018
ახალციხის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსში წარმატებით მონაწილეობენ. 

მარი აფრიამაშვილმა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ყველა ტური წარმატებით გადალახა და სიგელით დაჯილდოვდა.  

ქრისტინე ჩილინგარაშვილი და ნიკა მახათაძე ბაკურიანში, ორგანიზაცია „ამერიკის კუთხის“ მიერ ორგანიზებულ ბანაკში მონაწილეობდნენ.  

ამჟამადაც სკოლა ჩართულია eTwinning Plus-ის გამოცხადებულ კონკურსში „კულტურული მემკვიდრეობა“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა ადგილობრივი კულტურული ძეგლების შესახებ ვიდეორგოლი მოამზადეს.  

კონკურსი ჯერ არ დასრულებულა.  

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203