მოწვეულ და მაძიებელ მასწავლებლებს თუ ემატებათ ხელფასი 2023 წლიდან? - სამინისტრო განმარტავს
03-01-2023

2023 წლის იანვრიდან სტატუსიან პედაგოგებს ხელფასი 125 ლარით ეზრდებათ, 10%-ით იმატებს სკოლის ადმინისტრაციის, ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების ანაზღაურებაც, თუმცა საინტერესო ისაა, ეხებათ თუ არა ხელფასის მატება მოწვეულ და მაძიებელ მასწავლებლებს?

აღნიშნული კითხვით etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა. ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ „შესაბამისი ბრძანება ჯერჯერობით არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ყველა დეტალი ჯერჯერობით გარკვეული არ არის. უახლოეს მომავალში სკოლის ადმინისტრაცია მიიღებს დეტალურ ინფორმაციას, თუმცა ხელფასის ზრდა, აუცილებლად შეეხებათ მაძიებლებსაც და მოწვეულ პედაგოგებსაც, მაგრამ რამდენი იქნება მომატებული თანხა - 10% თუ მეტი, დეტალები მალე გაირკვევა“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203