იმუშავებს თუ არა ელექტრონული ჟურნალი არდადეგებზე?
29-12-2022

სასწავლო წლის პირველი სემესტრი დასრულდა, თუმცა მასწავლებლების ნაწილს ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა შეფასებები ჯერ არ შეუტანია.

იმუშავებს თუ რა ელექტრონული ჟურნალი არდადეგების პერიოდში? - ამ კითხვით etaloni.ge-მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მიმართა, სადაც განგვიმარტეს, რომ მასწავლებლებს ჟურნალში მონაცემების შეტანა არდადეგების განმავლობაში, 30 დეკემბრის შემდეგაც შეუძლიათ.

„არდადეგების პერიოდში ელექტრონული ჟურნალი შეუფერხებლად იმუშავებს. მასწავლებლებს ჟურნალში მონაცემების შეტანა იანვარშიც შეუძლიათ“, - განმარტეს „ემისში“.

შეგახსენებთ, რომ პედაგოგებს ჟურნალში ბოლო 8 დღის მონაცემების შეცვლის უფლება აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს უფრო ძველი შეფასებების კორექტირება სურს, მან „მოთხოვნის“ ღილაკი უნდა გამოიყენოს და დირექციას მცირე კომენტარით მიმართოს, თუ რის შეცვლა სურს და რატომ. დირექციის მიერ მოთხოვნის დადასტურების შემდეგ პედაგოგს შეუძლია, შეცვალოს დაწერილი შეფასებები ან ჩაწეროს ქულები ცარიელ გრაფაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203