მასწავლებელთა საგამოცდო ტესტებში ცვლილებები შევიდა - 2023 წლის პროგრამა და ტესტის ნიმუშები ცნობილია
29-12-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს ცვლილებები იგეგმება პედაგოგებისათვის განკუთვნილ გეოგრაფიისა  და ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგამოცდო ტესტებში. 

იხილეთ, 2023 წლის პროგრამა თითოეულ საგანში

სიახლე პედაგოგებისათვის განკუთვნილ საგამოცდო ტესტებში

გეოგრაფიის გამოცდა
 
გეოგრაფიის მასწავლებლების ტესტში ტოპოგრაფიული რუკის ანალიზის დავალება დაიშლება 1 და 2 ქულიან რამდენიმე კითხვად. მასწავლებლებისთვის უფრო კომფორტული გახდება ტესტზე მუშაობა, რადგან მათ აღარ დაურიგდებათ A3-ის ფორმატის ტოპოგრაფიული რუკა, თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი. რუკის ნაცვლად ამ ფრაგმენტის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა. 
 
კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდა

2023 წლის კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის გამოცდის მიმართულებით დაგეგმილია შემდეგი ცვლილებები: შეიცვლება გამოცდის სახელწოდება, კერძოდ, „ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდას“  დაერქმევა „კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდა“. რაც შეეხება საგამოცდო პროგრამას, მასში არსებულ შვიდ საკითხს, დაემატება მერვე თავი - ვიზუალური პროგრამირების საკითხები. ვიზუალური პროგრამირებისთვის შეთავაზებული იქნება პროგრამა Scratch-ის გარემო. პროგრამაში მოცემული თემატიკა შესაძლოა შევიდეს გამოცდის როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ნაწილში. ტესტის მოცულობა და გამოცდის ხანგრძლივობა უცვლელია.

 
წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში: 

 
იხილეთ რეკომენდირებული ლიტერატურა, რომელიც გამოქვეყნებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. 
 
სპეციალური მასწავლებლის გამოცდასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება მოგვიანებით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203