,,46=47“ - გზავნილს ქსოვრისის საჯარო სკოლა იზიარებს
19-04-2018
,,46=47“, ,,მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, - დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის გზავნილებს ქსოვრისის საჯარო სკოლა იზიარებს. სკოლის აღსაზრდელებმა სოლიდარობის ნიშნად მუყაოსგან ფერადი წინდები გამოჭრეს და ჭრელი წინდების კამპანიაში ჩაერთვნენ. ღონისძიების ბოლოს კი მოზარდებმა ფოტოები გადაიღეს.
დაუნის სინდრომისშესახებ ცნობიერების ამაღლებისდღეს მსოფლიო 21 მარტს აღნიშნავს. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.
უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
მსურველები, სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ჭრელი წინდების შეძენით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარებიან. იხილეთ ფოტოები