ფიქრია ლიპარტელიანი ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის დამრიგებელია.
მასწავლებელი წლის მანძილზე მოსწავლეებს და სკოლას სხვადასხვა ორიგინალურ და კრეატიულ აქტივობას სთავაზობს.
ამჯერად მან „მადლიერების დღიური“ შექმნა.
„მეხუთე კლასელებთან ერთად გავაკეთეთ მადლიერების დღიური, სადაც ვაკეთებთ ჩანაწერებს მასწავლებლებიც, მოსწავლეებიც. სასწავლო წლის ბოლო ავარჩევთ განსაკუთრებულ „მადლობას“. მე მუდამ სასიამოვნოდ მაკვირვებს და ყოველთვის მმატებს მოტივაციას, ის თუ რას მიზიარებენ ჩემი მოსწავლეები. მე მეძლევა საშუალება გავიგო ისეთი რამე მათი ცხოვრებიდან, რასაც სხვანაირად ვერ შევიტყობდი. ეს აქტივობა ხელს უწყობს კლასში დადებითი აურის შექმნას“- აღნიშნავს მასწავლებელი.
მისი თქმით, ეს აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში მაღალ აკადემიურ მოსწრებას, ნაკლებ მატერიალისტურობას, ოპტიმიზმსა და სიკეთის კეთების სურვილს.
იხილეთ ფოტოები