„მეგობრობას ბარიერი არა აქვს“ - კარწახისა და ხცისის საჯარო სკოლები e -Twining-ის პროექტში ჩაერთნენ
19-04-2018
„მეგობრობას ბარიერი არა აქვს“ - პროექტი კვლავ აქტიურად გრძელდება.
კარწახის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებლის, თამარ კვინიკაძის ინიციატივით, პროექტი უკვე e-Twining-ის ფარგლებში მიმდინარეობს.
თამარ კვინიკაძის იდეას მხარი სკოლის დირექციამ დაუჭირა.
პროექტზე, ,,ჩვენი დღესასწაულები“, ხცისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, ეკატერინე ლომსაძესთან ერთად, კარწახის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი თამარ კვინიკაძე მუშაობს.
თავდაპირველად, მოსწავლეების „სკაიპ-შეხვედრა“ შედგა, სადაც ერთმანეთი გაიცნეს და თავიანთ ინტერესებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ გაცნობამ ქართულ ენაზე ჩაიარა.
შემდეგი ნაბიჯი უკვე დღესასწაულებზე საუბარი და რაბათში ერთობლივი ექსკურსიის დაგეგმვაა.
შეგახსენებთ, რომ e-Twining ევროკავშირის პროექტია, რომელიც ისეთ სფეროებში ხორციელდება, როგორიცაა მმართველობა და განათლება, წყალმომარაგება და ენერგეტიკა, ადამიანის უფლებები და უსაფრთხოება.