ადრეული განათლების მიმართულებით კონფერენცია გაიმართება
09-01-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით მართავს მეორე საერთაშორისო კონფერენციას, რომლის თემაა „თამაში: ხარისხიანი ადრეული
განათლებისა და ზრუნვის საფუძველი“.

კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს აკადემიურ დისკუსიასა და ცოდნის გაზიარებას ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, წვდომისა და ინკლუზიის საკითხებზე;

უზრუნველყოს სფეროში მოღვაწე პროფესიონალების პროფესიული განვითარება და ფართო საზოგადოებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელთა ცნობიერების ამაღლება ადრეული განათლებისა და ზრუნვის მნიშვნელობაზე.

კონფერენცია თავს მოუყრის პროფესორებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობიდან, პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, წარმომადგენლებს გაეროს სააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ადგილობრივი მთავრობისა და ადრეული განათლების სფეროს წარმომადგენლებს, ასევე პრაქტიკოსებს სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

კონფერენციის თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 იანვარი, 18:00 (საქართველოს დროით).

კონფერენციაზე მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: shorturl.at/adsyV
კონფერენციაზე თეზისის წარმოსადგენად ეწვიეთ ბმულს: shorturl.at/FHMQ6
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203