ახალციხის N5 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს აღნიშნავენ
19-04-2018

ახალციხის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედა ენის დღე და 9 აპრილი აღნიშნეს. 

9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება მე-3 კლასში კლასის დამრიგებელმა ჩაატარა. 

მოსწავლეებმა  კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული ახალგაზრდები და 9 აპრილის ტრაგედია. 

დედა ენის დღე მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, რიტა კირკიტაძის ხელმძღვანელობით პროექტით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა დედა ენის კუთხე მოაწყვეს და ლექსებისა და სიმღერების თანხლებით კიდევ ერთხელ გაიხსენეს დედა ენისა და ქართული ენის მნიშვნელობა.

სკოლაში ასევე დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელობით  გაიმართა კონკურსი კალიგრაფიაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეორე კლასის მოსწავლეებმა. 

საუკეთესო ნამუშევრები სტენდზე გამოიფინა.

ღონისძიებებს სკოლის დირექცია და მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203