მარიამ ჯინჭარაძე - ქობულეთის N2 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე
19-04-2018
ქობულეთის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარიამ ჯინჭარაძე ნატოს დღეების ფარგლებში ჩატარებული ესეების კონკურსში „რატომ ნატო“ მონაწილეობდა. მარიამი კლუბ „ეს ჩემი უფლებაას“ წევრია. მას მასწავლებელი მადონა გოგიტიძე ხელმძღვანელობს.
მარიამის ნამუშევარმა მოწონება დაიმსახურა, გადაეცა სერთიფიკატი.
ქობულეთის N2 საჯარო სკოლა მარიამსა და მის პედაგოგს ულოცავს და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.