მასწავლებლებისა და აბიტურიენტებისთვის NAEC-მა ანგარიში გამოაქვეყნა
30-12-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2022 წელს სპეციალური ანგარიში ამოაქვეყნა, რომელშიც მიმოხილულია ცენტრის დაარსების დღიდან დღემდე განხორციელებული ცვლილებები. 

მასწავლებელთა საგამოცდო ტესტებში ცვლილებები შევიდა - 2023 წლის პროგრამა და ტესტის ნიმუშები ცნობილია

ეროვნული გამოცდების ტესტები შეიცვალა - სიახლე 3 საგანს შეეხო 


დოკუმენტრში საუბარია, აბიტურიენტების, მასწავლებლების, სამაგისტრო საგრანტო თუ საქართველოში სწავლის გაგრძელეის მსურველ აპლიკანტთა შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტირებული იყო 41264 აბიტურიენტი, საიდანაც გამცოდაზე 39060 გავიდა, ხოლო  სწავლის გაგრძელების უფლება 32111 აპლიკანტმა მოიპოვა.

„პირველი გამოცდების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა პანდემიის პერიოდში ჩატარებული გამოცდები გახლდათ, როდესაც ცენტრმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველაზე რთულ პირობებშიც კი შესაძლებელია დასახულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა. ანგარიშში, ასევე, დეტალურად შეიტყობთ, როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესის მზადება ყოველ წელს და რა იცვლებოდა წლიდან წლამდე“, -  აღნიშნავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე. 

შეგახსენებთ, რომ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის როგორც ეროვნულ, ისე მასწავლებელთა გამოცდებში შესული ცვლილებები უკვე გამოაქვეყნა.

 სპეციალური ანგარიში
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203