კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლა აქტიურობით გამოირჩევა
19-04-2018
კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლა აქტიურობით გამოირჩევა.

სკოლა აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო აქციებში - სკოლის მოსწავლეებმა მოხუცთა თავშესაფარში საშობაო და სააღდგომო ღონისძიებები გამართეს. მოსწავლეთა თვითმმართველობა კი წითელი ჯვრის აქციებში მონაწილეობს.

სკოლის აღსაზრდელებმა გარემოს დასუფთავების მიზნით არაერთი აქტივობა ჩაატარეს, მათ შორის სკოლა საერთაშორისო გარემოსდაცვით კამპანიას - „დავასუფთავოთ დედამიწა“ შეუერთდა. 

სისვაძეების უბნის საჯარო სკოლა ჩართულია საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“. 

სკოლაში კულტურული ღონისძიებებიც ენერგიულად ტარდება. მოზარდებმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მასშტაბური ღონისძიება - „ჩემი სოფლის კულტურული მემკვიდრეობა“ გამართეს. მოსწავლებმა იზეიმეს დედისა და ქალთა დღეები. 

სკოლაში ასევე აპრილის თვის ისტორიულ თარიღებს ღონისძიებები მიუძღვნეს. მოსწავლეებმა დედა ენის დღე აღნიშნეს და 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203