მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები დედა ენის კვირეულს შეუერთდნენ
19-04-2018
მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი გამოცხადებულ კვირეულს მე-4 კლასის მოსწავლეები გამოეხმაურნენ. მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელის ნინო წაქაძის ორგანიზებით პრეზენტაცია ჩაატარეს.
პრეზენტაცია თემაზე „ასოხატულა სხარტულები“ ერთკუპლეტიან ლექსებს მოიცავდა, რომლის სიტყვა შესაბამისი ასოთი იწყებოდა.
მოსწავლეებმა ლექსები ანბანის ყველა ასოზე წაიკითხეს.