თორიის საჯარო სკოლაში ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო
19-04-2018
თორიის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები სხვადასხვა კლასიდან ჩაერთნენ.
ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას ლექსები, სიმღერა და ცეკვა წარუდგინეს. ამავდროულად, აღინიშნა თუ როდიდან ზეიმობენ საქართველოში ქართული ენის დღეს.
ღონისძიებაში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის, როგორც დედაენის შემქმნელის შესახებ.
აქტივობის დასკვნით ნაწილში, მაყურებელმა პატარა სპექტაკლი - „თანამედროვე გვრიტი“ იხილა.