იწერება თუ არა შემაჯამებელი პროექტით სწავლებაში - განმარტება
07-01-2023
პროექტებით სწავლება 2022-2023 სასწავლო წელს სკოლებში სამოქალაქო განათლებაში, მუსიკასა და ხელოვნებაში დაინერგა. არის რამდენიმე საკითხი, რომლებიც სასკოლო საზოგადოებას აინტერესებს, მათ შორის კი ის - იწერება თუ არა შემაჯამებელი მე-10 კლასში პროექტით სწავლებისას?
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განმარტებით, „შემაჯამებლის, საკლასო ან საშინაო დავალების განსაზღვრული ოდენობა ეროვნული სასწავლო გეგმით არ არის დადგენილი აღნიშნულ საგანში.
საკითხი მასწავლებელმა და მოსწავლემ უნდა გადაწყვიტოს. რაც შეეხება სემესტრულ შეფასებას, უნდა იყოს განმავითარებელი კომენტარი/უკუკავშირი“.