ერკეთის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია „ქართული ქართველთ რწმენაა, ღმერთია, ბედისწერაა“ წარუდგინეს.
მონიტორზე მოსწავლეების გაკეთებული ვიდეოკოლაჟიც აჩვენეს, რომელიც მაყურებელს ქართული ენის თავგადასავალზე მოუთხრობდა.
იხილეთ ფოტოები