ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაყურებელს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია წარუდგინეს
19-04-2018
ლასურიაშის საჯარო სკოლაში პროექტი ,,ენა ბურჯია ერისა“ განხორციელდა. 

მოსწავლეებმა დედა ენაზე ნახატები შექმნეს და გამოფენა მოაწყვეს. 

აქტივობაში როგორც დაწყებითი ისე X, XI და XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა მაყურებელს ასევე მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია წარუდგინეს.

მოზარდებმა დედა ენაზე დაწერილი ქართველი მწერლების ციტატები, ანბანთქება და ანდაზები წაიკითხეს.

ღონისძიება მუსიკალური ნომრებით დაგვირგვინდა.

„პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ენისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გაღრმავება“,- აღნიშნავს სკოლის წარმომაგენელი. 

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამით სკოლის აღსაზრდელები ცაგერის რაიონში გამართულ დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ და სხვადასხვა ნომინაციებში სიგელები დაიმსახურეს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203