თუ ჟურნალი დაადასტურეთ, მაგრამ ქულის შეცვლა გსურთ...
14-01-2023

მასწავლებლებმა  განსაზღვრულ ვადებში ჟურნალი უკვე შეავსეს და დაადასტურეს, თუმცა ჟურნალის დადასტურების შემდეგ მოსწავლეთა შეფასებების შეცვლის უფლება აღარ აქვთ. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ელექტრონული ჟურნალი უკვე დაადასტურეთ მაგრამ ქულის შეცვლა გსურთ?

თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვინც ჟურნალი უკვე დაადასტურა, მაგრამ დაწერილი შეფასების შეცვლა სურს, დირექციას უნდა მიმართოთ. სემესტრული შეფასების დადასტურების მოხსნა მხოლოდ დირექტორს ან უფლებამოსილ პირს შეუძლია.

თუ არ გახსოვთ, ჟურნალი დაადასტურეთ თუ არა, ამის გაგება მარტივად შეგიძლიათ. დადასტურებული ჟურნალის შემთხვევაში „სემესტრული შეფასებების“ მარჯვნივ წითელ ფონზე ჩაკეტილი ბოქლომი ჩანს ტექსტით „დადასტურებული“, დადასტურებამდე კი მწვანე ფონზე გახსნილი ბოქლომია მითითებული და წერია „დადასტურება“.

როგორ უნდა მოხსნას დირექტორმა ან უფლებამოსილმა პირმა სემესტრული შეფასების დადასტურება?

იმისათვის, რომ კონკრეტულ კლასსა და საგანში მასწავლებლის მიერ დადასტურებული ჟურნალი მოხსნას სკოლის დირექტორმა (ან მისი როლის მქონე მომხმარებელმა) უნდა აირჩიოს ჟურნალის მოდული „სხვა კლასები“, შემდეგ სასურველი კლასი, საგანი და დააჭიროს ღილაკს „არჩევა“. ამის შემდეგ აირჩიოს სემესტრული შეფასება და დააჭიროს ღილაკს „დადასტურებული“ შემდეგ კი დაეთანხმოს, რომ ნამდვილად სურს დადასტურების მოხსნა.

იხილეთ ასევე: სემესტრული ნიშნები 9 იანვრამდე უნდა შეიტანოთ ჟურნალში - განმარტება პედაგოგებისთვის

დამრიგებლებმა მოსწავლეთა ყველა საგნის სემესტრული ქულა უნდა გადაამოწმონ - დრო 9 იანვრამდე გაქვთ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203