საგურამოს საჯარო სკოლაში დედა ენის დღე იზეიმეს
19-04-2018
საგურამოს საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ზეიმით აღნიშნეს. 

ღონისძიებაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დედა ენაზე შექმნილი ლექსები და სიმღერები წარუდგინეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203