ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში პროექტი - „რას ღაღადებენ ძვლები“ დასრულდა
19-04-2018
ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში  პროექტი - „რას ღაღადებენ ძვლები“  დასრულდა, რომელიც ძეგლებისა და ისტორიული ადგილების დაცვის დღეს მიეძღვნა.

აღნიშნულის შესახებ კომენტარი  პედაგოგმა,  ისტორიის მასწავლებელმა მაკა პაპავამ გააკეთა:

„პროექტი დაიწყო რუხის ციხეში ლაშქრობით, სადაც X კლასის მოსწავლეებმა არაფორმალურ სასწავლო გარემოში  პოსტერები დამზადეს. მათ, ასევე,  რუხის ციხის შიდა ნაწილი პლასტმასის ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკებისაგან დაასუფთავეს.

მოსწავლეებმა, ძეგლთა დაცვის დღეს,  დამსწრე საზოგადეობას უჩვენეს სლაიდი, წაიკითხეს ლექსები  და სკოლის მისაღებში ისტორიული ძეგლების ფოტო-გამოფენა მოაწყვეს.

სკოლის ყველა კლასმა წარმოადგინა თითო ფოტო, ხოლო მოსწავლეებმა გიდის ფუნქცია შეითავსეს, რომლებიც მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს უხსნიდნენ მათი კლასის მიერ წარმოდგენილი ისტორიული ძეგლის აღწერასა და მნიშვნელობას." -განაცხადა მაკა პაპაპვამ. 

სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203