ყველა ინფორმაცია სემესტრული შეფასების შესახებ, რომელიც პედაგოგებს შესაძლოა დასჭირდეთ
ელექტრონულ ჟურნალში სემესტრული ქულების დასაწერად და დასადასტურებლად პედაგოგებს ვადა 9 იანვრის ჩათვლით აქვთ. გთავაზობთ განმარტებებს და ინსტრუქციებს, იმ კითხვებზე, რომლებიც პედაგოგებს სემესტრულ შეფასებასთან დაკავშირებით შეიძლება გაუჩნდეთ:
რამდენ ხანში აისახება გამოცდების შეფასება მოსწავლის წლიურ/ სემესტრულ შეფასებაზე?
გამოცდის შეფასება აისახება 24 საათის შემდეგ, მოდულში „მონაცემები“ – გვერდზე „ჯამური შეფასების რეპორტი“.
როგორ ვნახოთ სემესტრული და წლიური შეფასება?
სემესტრული და წლიური შეფასება შეგვიძლია ვნახოთ მოდულიდან „მონაცემები“ - გვერდზე „ჯამური შეფასების რეპორტი“.
სემესტრული შეფასების დადასტურების მოხსნა
როგორ მოხსნას დირექტორმა/უფლებამოსილმა პირმა სემესტრული შეფასების დადასტურება იმისათვის, რომ კონკრეტულ კლასსა და საგანში მასწავლებლის მიერ დადასტურებული ჟურნალი მოხსნას სკოლის დირექტორმა/ მისი როლის მქონე მომხმარებელმა უნდა აირჩიოს ჟურნალის მოდული > სხვა კლასები > სასურველი კლასი > საგანი და დააჭიროს ღილაკი ,,არჩევა“ამის შემდეგ აირჩიოს სემესტრული შეფასება და დააჭიროს ღილაკს ,,დადასტურებული“შემდეგ კი დაეთანხმოს, რომ ნამდვილად სურს დადასტურების მოხსნა.
როგორ არ მიიღოს ნიშანმა სემესტრულ გამოთვლაში მონაწილეობა - იხილეთ
ვიდეო