სკოლებისთვის ახალი სტანდარტი ცნობილია - ბრძანება
10-01-2023
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების წესში ცვლილება შევიდა.  

ბრძანების მიხედვით, რომელსაც ხელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აწერს, სრულად შეიცვალა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები, განახლდა პროცედურები და საფასურები.

სკოლების ავტორიზაციის სტანდარტი - დოკუმენტი 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იხდის ავტორიზაციის საფასურს, შემდეგი ოდენობით:

ა) მხოლოდ დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში 5533.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 7679.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში;

ბ) მხოლოდ საბაზო ან მხოლოდ საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში 6533.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 9599.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში;

გ) მხოლოდ დაწყებითი და საბაზო ან მხოლოდ დაწყებითი და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში 7533.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 12133.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში;

დ) მხოლოდ საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში 9199.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 14719.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში;

ე) ზოგადი განათლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში 10199.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 17253.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში.


საფასური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ:

ა) დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის შეადგენს 3841.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 5988.00 ლარს;

ბ) საბაზო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის შეადგენს 4841.00  ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 7908.00 ლარს;

გ) საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის შეადგენს 4841.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 7908.00 ლარს.

1)  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს მოსწავლეთა ადგილების საერთო რაოდენობის გაზრდა ან ცალკეულ პროგრამაზე მოსწავლეთა ადგილების   რაოდენობის გაზრდა, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა შეადგენს 3841.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში 5988.00 ლარს.


გათვალისწინებული საფასურის ოდენობები მოიცავს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ადმინისტრაციულ (სახელფასო, საოფისე და საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებულ) ხარჯებს, ავტორიზაციის ექსპერტთა ანაზღაურებისა და მივლინების (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯებს, ავტორიზაციის პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან შესაბამისი ოდენობის თანხისა და შესაბამისი საპენსიო შენატანისგან

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203