სკოლების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატად განაცხადის წარდგენა 16 იანვრის ჩათვლით შეგეძლებათ
09-01-2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით.

განაცხადები მიიღება 2022 წლის 26 დეკემბრიდან 2023 წლის 16 იანვრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე
- jobs@eqe.ge  

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

კონკურსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად 

  •  იურიდიული პირის მიერ საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, ცენტრს წარედგინება განცხადება - დანართი №1;
  • კანდიდატის მიერ მიმართვის შემთხვევაში ცენტრს წარედგინება განცხადება - დანართი №2.
  • განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
  •  ავტობიოგრაფია (CV);
  •  ცნობა სამუშაო ადგილიდან;
  •  შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესაბამისად);
  •  კანდიდატის წერილობითი თანხმობა საბჭოს წევრობის შესახებ (თუ განცხადებას წარმოადგენს იურიდიული პირი).

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება 

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დარეკეთ ნომერზე: (+995 32) 2 200 220 (*3599)

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203