3 აკრძალვა ბაღის აღმზრდელებისთვის - სტანდარტის გამოყენება ამ შემთხვევაში დაუშვებელია
09-01-2023

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი ის დოკუმენტია, რომლითაც აღმზრდელები ხელმძღვანელობენ, თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, არსებობს 3 შემთხვევა, როდესაც აღნიშნული სტანდარტის გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია:

უფრო კონკრეტულად, სტანდარტების გამოყენება დაუშვებელია ბავშვის ფიზიკური თუ გონებრივი უნარების სამედიცინო ან მეცნიერული შეფასებისათვის. სტანდარტებში ჩამოყალიბებული ინფორმაციის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებისათვის „იარლიყის“ მინიჭების მიზნით ან ბავშვების აღრიცხვაზე აყვანისა და მათი სწავლების შემდეგ საფეხურზე გადაყვანის შეფერხების მიზნით;

დაუშვებელია სტანდარტების დოკუმენტში ასახული მოლოდინისა და სურვილების ნორმატივად გამოყენება, როდესაც ვაფასებთ ბავშვის განვითარებასა და მიღწევებს სწავლაში. სტანდარტში მითითებული ვადები მხოლოდ საორიენტაციო ხასიათისაა და არ ნიშნავს, რომ ყველა ბავშვს კონკრეტულ ასაკში უნდა შეეძლოს ამა თუ იმ ინდიკატორის ჩვენება (ითვლება, რომ სტანდარტებში მოცემული ინდიკატორების ჩვენება შეუძლია ბავშვების 40-60%-ს). მეორე მხრივ, მითითებული ვადები ხელს უწყობს მშობელსა და მასწავლებელს, რომ მხედველობაში იქონიონ ბავშვის განვითარების ყველა სფერო და დაეხმარონ ბავშვს მრავალმხრივ განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები შეიძლება ერთ ინდიკატორს განსხვავებულ დროში აღწევდნენ, უფრო მოგვიანებით, ვიდრე ეს მითითებულია სტანდარტების დოკუმენტში. განსაკუთებული ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვები კი, ალბათ ზოგიერთ ინდიკატორს უფრო ადრე მიაღწევენ, ვიდრე სხვა დანარჩენი ბავშვები.

„წინამდებარე დოკუმენტი არ წარმოადგენს ბავშვის განვითარების ნიშნების ნაკრებს, ეს არის დამხმარე საშუალება სწავლა-აღზრდის პროცესის წარმართვისთვის. თუ ბავშვი მიეკუთვნება განსაკუთრებული საჭიროების მქონეთა კატეგორიას, მისთვის ექიმების, ფსიქოლოგების, პედაგოგებისა და სხვა სპეციალისტების მონაწილეობით უნდა შეიქმნას ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელშიც აისახება სტანდარტით განსაზღვრული ყველა სფერო, მაგრამ წარმოდგენილი იქნება კონკრეტული ბავშვისათვის შემუშავებული ინდიკატორები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის განვითარებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203