პედაგოგები გაზრდილ ანაზღაურებას იანვარში მიიღებენ
09-01-2023
საჯარო სკოლის სტატუსიან პედაგოგებს გაზრდილი ანაზღაურება იანვარში ჩაერიცხებათ - აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს. 

როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წლის იანვრიდან უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს დანამატი 125 ლარით ეზრდებათ. 

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წეში ცვლილებები შევიდა - ბრძანება

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:

ა) უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 795 ლარით;
ბ) წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1175 ლარით;
გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1475 ლარით.

სპეციალური მასწავლებლებისთვის სტატუსის დანამატის სრული ოდენობა: 

უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება 795 ლარით;
წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1175 ლარით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203