ქართულ ენაში სწავლა-განათლებაზე და ცოდნის მნიშვნელობაზე არაერთი ანდაზაა როგორც ხალხური, ასევე ლიტერატურული. თითოეულ მათგანში დიდი სიბრძნეა ჩადებული.
მასწავლებელს ანდაზების გამოყენება სასწავლო პროცესში, შესაფერის დროს შეუძლია, თუმცა მხოლოდ ანდაზების წარმოთქმას შედეგი არ ექნება, თუ მოსწავლეებს არ აუხსენით, განუმარტავთ და დაუსაბუთებთ ნათქვამს.
20 ანდაზა, რომლებიც სწავლა-განათლების მნიშვნელობაზე დაგაფიქრებთ:
- განათლება ბნელეთის მოციქულთა მმუსვრელიაო.
- სწავლა გონების საზრდოა და ჭკუის წარმატებაო.
- სწავლა და გამოცდილება პირბასრი იარაღია.
- სწავლა კაცს სიბერემდე არ მოსჭარბდებაო.
- სწავლა მადლის დედაა, ბედის გასაღებიო.
- სწავლა სიბერემდეო.
- სწავლა ცოდნის თესლია და ცოდნა - ბედნიერებისაო.
- სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების.
- სწავლისაგან გამდიდრება სიმდიდრეზე უმდიდრეა.
- ცოდნა გონების ფარია, თუ რომ არავინ არიაო.
- ცოდნა სამოთხეა, არცოდნა - ჯოჯოხეთიო.
- ცოდნა სინათლეა, უცოდინარობა - სიბნელეო.
- ცუდი ჩვეულებისათვის ჭკვიანსაც სულელს დაუძახებენო.
- ჭკვიანისაგან ძაგება გიჯობს, სულელის ქებასაო.
- ჭკვიანი თავს ადანაშაულებს, სულელი - მეგობარსაო.
- ჭკვიანი კაცი გულს კი არა, გონებას უჯერებსო.
- ჭკუა გონების სალესავიაო.
- ჭკუას მეზობლებში ვერ ისესხებო.
- თუ კაცსა ცოდნა არა აქვს გასტანჯავს წუთისოფელი.
- ყრმა სწავლაში მომშვიდდების, რკინა ცეცხლში გარბილდების.