საბავშვო ბაღებში თვეში ერთხელ დეზინფექცია, დერატიზაცია და დეზინსექცია ჩატარდება
10-01-2023
თბილისის საბავშვო ბაღებში თვეში ერთხელ დეზინფექცია, დერატიზაციის და დეზინსექციის ჩატარებაში 72 ათას ლარს გადაიხდის. აღნიშნული მომსახურეობის შესასყიდად ბაღების სააგენტომ სახელმწიფო ტენდერი გამოაცხადა.
2023 წლის განმავლობაში თბილისის 186 ბაღი ისარგებლებს ამ მომსახურებით. დოკუმენტის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ვალდებულია დეზინფექცია,დეზინსექცია დადერატიზაცია უნდა ჩაუტაროს სკოლამდელიაღზრდისდაწესებულებების შენობა-ნაგებობებასდაგარეტერიტორიის(ეზო)მთელ პერიმეტრს(საჭიროებისშესაბამისად)მათშორისსარდაფებს,შესასვლელდერეფნებს,კიბისუჯრედებსადა ა.შ.
საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევა განახორციელოს არასამუშაო დღეებში/საათებში;
დეზინსექცია უნდა განხორციელდეს შესხურების მეთოდით; დაუშვებელია მაღალი ტოქსიურიობის (I და II ჯგუფი) სუნის ან სხვა უარყოფითი რეაქციის გამომწვევი საშუალებების გამოყენება; მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გამოსაყენებელი საშუალებების ( სადეზინფექციო ხსნარზე ხარისხისა და წარმოშობის ISO საერთაშორისო სერტიფიკატი; მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საკვებთან შემხებლობაში არსებული ინვენტარისა და ჭურჭლის სადეზინფექციო სითხის უვნებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;