ხოჯორნის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნა
19-04-2018
ხოჯორნის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა დედა ენის დღე გრანდიოზული ღონისძიებით აღნიშნეს. 

ღონისძიების ორგანიზატორები მშობლიური ენის მასწავლებელი მანუკ მანუკიანი, ანაიტ ასატრიანი დალუსინე ასატრიანი იყვნენ.  

ამ დღესვე სკოლაში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სასკოლო კლუბი „თვალსაწიერი“, რომლის კურატორი კონსულტანტ- მასწავლებელი ლალი მარგიანია.  

ღონისძიებას მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის: საქართველ დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში გიორგი კილაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს არაქართულენოვან სკოლებში დანერგვის ექსპერტი კარინე მანუკიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთი, მასწავლებელი როზა ზოჰრაბიანი, მარნეულის ვიცე-მერი ზაურ ტაბატაძე, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ბექა ნავერიანი, ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტი ელგუჯა კუპატაძე, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სპეციალისტი ირმა დავაძე.  

ღონისძიება რევაზ ინანიშვილის მოთხრობის „ჩიტების გამომზამთრებელი“ ინსცენირებით დასრულდა, რომელიც ნარინე ასატრიანმა დადგა.  

სტუმრების თქმით, ღონისძიებამ მოლოდინს გადააჭარბა.  

ხოჯორნის საჯარო სკოლა მადლობას უხდის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203