ურავის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს ღონისძიება -,,ენა დედაა ერისა“ მიუძღვნეს.
ზეიმში I-VII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას დაწყებითი კლასების მასწავლებელი სოფიო მიქიაშვილი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა დედა ენის შექმნასა და იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობაზე ისაუბრეს. მოზარდებმა ასევე მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები