განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება „წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების“ პროგრამის „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს სასკოლო/ეროვნული გუნდების ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების საერთაშორისო-რეგიონულ ოლიმპიადებში/ტურნირებში მონაწილეობის ხელშეწყობაზე.
პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია 2023 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით. პროექტის წარმოდგენაზე უფლებამოსილია ნებისმიერი იურიდიული პირი.
პროექტების განხილვა განხორციელდება ეტაპობრივად.
პროექტების წარმოდგენისა და დაფინანსების პირობები/წესები იხილეთ დანართში.
აპლიკანტებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა.