2023 წელს 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტები ფულად ჯილდოს მიიღებენ - ინიციატივა ცაგერის საჯარო და კერძო სკოლის კურსდამთავრებულებს ეხება
11-01-2023
2023 წელს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებიც რთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული შედეგებით 100% გრანტს მოიპოვებენ ჯილდო გადაეცემათ. 

„ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული 100% გრანტის მქონე სტუდენტებისთვის ერთჯერადი ფინანსური წახალისება, ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლის კურსდამთავრებულთათვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოიპოვოს სახელმწიფო გრანტის 100%. ერთ კურსდამთავრებულზე გასაცემი ჯილდო არაუმეტეს 1000 ლარისა“,- აღნიშნულია ცაგერის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში.

დახმარების მისაღებად სტუდენტმა კომისიას უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
დ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ე) ამონაწერი 100% გრანტის მოპოვების შესახებ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203