დასვენების დღეები II სემესტრში 2022-2023 სასწავლო წლის კალენდრის მიხედვით
29-01-2023

2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 16 იანვარს დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება ყველა მოსწავლისთვის გარდა პირველი და მეთორმეტე კლასებისა. I კლასის მოსწავლეები მეორე სემესტრს 25 მაისს დაასრულებენ, XII კლასის მოსწავლეები კი - 19 მაისს.

მეორე სემესტრში სულ 97 სასწავლო დღეა (I კლასებისთვის - 83, XII კლასებისთვის კი - 79 სასწავლო დღე), აქედან 12 დღე სკოლები სხვადასხვა მიზეზით დაისვენებენ.

შრომის კოდექსის მიხედვით უქმე დღეებია:

19 იანვარი (ნათლისღება),

3 მარტი (დედის დღე),

8 მარტი (ქალთა საერთაშორისო დღე),

14 და 17 აპრილი (აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული - წითელი პარასკევი და ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი),

9  მაისი (ფაშიზმზე გამარჯვების დღე)

12 მაისი (ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე; საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის − წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე).

26 მაისი (საქართველოს დამოუკიდებლობის დღე).

გარდა შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეებისა, სკოლებში 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით ერთკვირიანი არდადეგებია. საგაზაფხულო არდადეგების განმავლობაში მასწავლებლები და მოსწავლეები 4 სამუშაო დღეს დაისვენებენ (9, 10, 13, 14 მარტი).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203