დედა ენის კვირეულს ყვარლის N2 საჯარო სკოლა შეუერთდა
19-04-2018
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში დედა ენის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს. 

Vა კლასის მოსწავლეებმა და დამრიგებელმა ცისმარი ჩხეიძემ დედა ენას ლექსები მიუძღვნეს.
  
მესამეკლასელებმა (მასწავლებელი: გიული მათურელი) ცეკვებით, სიმღერებითა და ლექსებით იზეიმეს 14 აპრილი.   

VII კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღის ისტორიის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოამჟღავნეს.   

მათ ინფორმაცია მოიძიეს და მოამზადეს საინტერესო პრეზენტაცია.   

მოსწავლეებმა 9 აპრილის მოვლენებზეც ისაუბრეს.   

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203