კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა იზრდება - სტატისტიკა
11-01-2023
ბოლო სამი სასწავლო წელია კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა იზდება, თუმცა კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მცირდება - აღნიშნულზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს.
ჯეოსტატის მიერ გამოქვყენბული ინფორმაციის მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წელს ქვეყნის მასშტაბით 223 კერძო სკოლა იყო რეგისტრირებული, ხოლო მოსწავლეთა რაოდენობა - 59 966 იყო;
2021/2022 სასწავლო წელს 222 კერძო სკოლა და 60 063 მოსწავლეა აღრიცხული, ხოლო 2022/2023 სასწავლო წელს კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 216-მდე შემცირდა ხოლო მოსწავლეების 63 658-მდე გაიზარდა. ცნობისთვის, აღნიშნული მონაცემები დათვლილია თითოეული სასწავლო წლის დასაწყისში.