გამარჯვების საჯარო სკოლის მოსწავლეები ძალადობის თემაზე გამოცხადებულ კონკურსში ჩაერთვნენ
19-04-2018
გამარჯვების საჯარო სკოლის მოსწავლეები ძალადობის თემაზე  გამოცხადებულ კონკურსში იყვნენ ჩართულნი.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა გადაიღეს ვიდეო დადგმა, სადაც ასახეს, თუ რას ნიშნავს ძალადობა, რატომ არის ის უარყოფითი მოვლენა და რა ეფექტი აქვს თანადგომას.

ვიდეო წარმოდგენას,  მონიტორინგის მიზნით, სკოლის შიდა შეფასების ჯგუფმაც  უყურა.
 
მათი განცხადებით, სიუჟეტი საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, ხოლო მოსწავლეები ძალადობის წინააღმდეგ წამოწყებულ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი.

სკოლის დირექცია მასწავლებელს და მოსწავლეებს  წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ვიდეო



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203