23 საგამოცდო საკითხი დირექტორებისთვის - რა უნდა იცოდნენ აპლიკანტებმა ტესტირებაზე
12-01-2023

დირექტორებისთვის გამოცდა 22 იანვარს ჩატარდება, ცნობილია ისიც, რომ ტესტირების ხანგრძლივობა 5 საათი იქნება, ხოლო მხედველობის პრობლემის მქონე დირექტორობის მსურველებს, დამატებით, 30 წუთი მიეცემათ.

დირექტორობის გამოცდა 22 იანვარს ჩატარდება ელექტრონულად - ყველა დეტალი 

etaloni.ge გთავაზობთ იმ ძირითადი საკითხების ჩამონათვალს, რომლებიც გამოცდაზე გამსვლელებმა უნდა იცოდნენ.

საქართველოს კონსტიტუცია (თავი მეორე - ადამიანის ძირითადი უფლებები);

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;

საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“;

საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;

საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

„ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის No437 დადგენილება;

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის No241 დადგენილება;

„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის No84 დადგენილება;

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01  ოქტომბრის No 99/ნ ბრძანება (თავი პირველი და მეორე);

„სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს No80/ნ ბრძანება;

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის No40/ნ ბრძანება (I-VIII თავი);

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს N174/ნ ბრძანება;

„საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 26 სექტემბრის No109/ნ ბრძანება;

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის No06/ნ ბრძანება;

„ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესები, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის No16/ნ ბრძანება.

პროფესიული უნარები, რომელიც მოიცავს ღია კითხვებს (მაქსიმალურ ქულათა ჯამი 60 ქულა):

სკოლის მისია და განვითარების ხედვა, დაგეგმვა და სტრატეგიული განვითარება;
სასკოლო კურიკულუმის განვითარება: დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი და
შეფასება;

სასკოლო კულტურის ფორმირება;

ადამიანური კაპიტალის მართვა და განვითარება;

პროცესების მართვა და განვითარება;

რესურსების (მატერიალური, ფინანსური და საინფორმაციო) მართვა და განვითარება;

ადამიანების და პროცესების უსაფრთხოება;

მოსწავლეთა უფლებების დაცვა და მხარდაჭერა.

იხილეთ ასევე:

საგამოცდო ტესტის ნიმუშს განათლების სამინისტრო ავრცელებს - დირექტორობის მსურველებმა 60%-იანი ზღვარი უნდა დაძლიონ


რატომ არის განსხვავებული დირექტორობის გამოცდისთვის გამოყოფილი დრო აპლიკანტებისთვის - განმარტება
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203